• Geo
  • Eng
03.03.2016
დინამოელები თებერვლის სიმბოლურში

სპორტულმა გამოცემა ლელომ  შეაფასა გასული თვე და საქართველოს ჩემპიონატის თებერვლის თვის სიმბოლური გუნდი დაასახელა. თერთმეტ რჩეულს შორის, ოთხი ფეხბურთელი დინამო თბილისიდანაა. სიმბოლურში მოხვდნენ: ჩვენი გუნდის ცენტრალური მცველი ალექსანდრე ამისულაშვილი, ნახევარმცველი ოთარ კიტეიშვილი და ფორვარდები ალექსანდრე იაშვილი და გიორგი ქვილითაია.

თებერვლის საუკეთესო მწვრთნელად გამოცემამ დინამოელთა თავკაცი- იურაი იარაბეკი დაასახელა.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024