• Geo
  • Eng
15.04.2016
დუბლები ზუგდიდში დამარცხდნენ

დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ ზუგდიდში გადადებული მატჩი გამართა. ლევან გვანცელაძის შეგირდებმა დიდი უპირატესობის მიუხედავად ვერ მოახერხეს წარმატების მიღწევა და საბოლოოდ 2:3 დამარცხდნენ. მთელი შეხვედრის მანძილზე თბილისელებმა არაერთი საგოლე მომენტი გაუშვეს ხელიდან. რიგ შემთხვევებში თავდამსხმელები სცოდავდნენ დამასრულებელ ფაზაში, რამდენჯერმე კი მეკარემ იხსნა მასპინძელთა კარი. სტუმართა რიგებიდან თავის გამოჩენა ქაფიანიძემ და ყურაშვილმა მოახერხეს. თბილისელებს დარჩათ 50 ქულა და ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. დინამოს დუბლები მორიგ კალენდარულ მატჩს 18 აპრილს საჩხერეში ადგილობრივი ჩიხურას დუბლებთან ჩაატარებენ.

 

ზუგდიდი დუბლები 3:2 დინამო დუბლები

 

დინამო დუბლები: ისიანი, ნემსაძე, ლოჩოშვილი, ქაფიანიძე, კაპანაძე, ფოჩხუა, ნინუა, ბაშალეიშვილი, ჩაკვეტაძე, კუცია, ლილუაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: კობოური, გოგილაშვილი, ყურაშვილი, ერგემლიძე, სილაგაძე

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024