• Geo
  • Eng
06.03.2016
დინამომ მერანს 2:0 მოუგო

დღეს დინამო არენამ საქართველოს პირველობის მე- 19 ტურის შეხვედრას უმასპინძლა. დინამო თბილისი მარტვილის მერანს დაუპირისპირდა და ორი უპასუხო გოლით აჯობა მეტოქეს. შეხვედრაში პირველი სახიფათო მომენტი სტრუმრებმა შექმნეს, როცა შოთა ჯიქიას შორიდან დარტყმული ბურთი ზემოდან გადასცდა დინამოს კარს. საპასუხოდ ორიოდე წუთში გიორგი ქვილითაიას თავურია აღსანიშნავი. ტაიმის შუაში 25- ე წუთზე თბილისელებმა ლამაზი კომბინაცია გაითამაშეს და გიორგი ქვილითაიამ ჩემპიონატში მე- 16 გოლი გაიტანა. მეკარესთან პირისპირ კი ჩვენი გუნდის გოლეადორი ალექსანდრე იაშვილმა გაიყვანა. ხუთიოდე წუთში ქვილითაიას კიდევ შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ მისი დარტყმული არაზუსტი გამოდგა. მომდევნო შეტევაში კი სტუმრებს არ გაუმართლათ, როცა ივანე ხაბელაშვილმა დინამოელთა საჯარიმოში ხელსაყრელი სიტუაციით ვერ ისარგებლა. მატჩის მე- 40 წუთზე ალექსანდრე იაშვილმა ჩამოაწოდა კუთხური, ბურთი ალექსანდრე ამისულაშვილს მიუვიდა და მანაც ზუსტი დარტმით მეორედ აიღო მერანის კარი 2:0. მეორე ტაიმში ბევრი მომენტი აღარ შექმნილა. 51- ე წუთზე გიორგი თევზაძის გადაცემის შემდეგ ქვილითაია თამაშობდა სახიფათოდ, მაგრამ მის დარტყმულს სიზუსტე დააკლდა. სტუმართა მხრიდან ლაშა ჯღამაიას და იმედა აშორტიას მომენტებია აღსანიშნავი. ორივე შემთხვევაში ლიბორ ჰრდლიჩკა ადგილზე დახვდა ბურთს. მატჩის ბოლოს რენე ფერეირას სახიფათოდ ჩაწოდებულს ვერ შეწვდნენ თბილისელი ფეხბურთელები და მატჩიც დასრულდა. დინამომ 52 ქულა დააგროვა, პირველ ადგილს იკავებს სატურნირო ცხრილში და მომდევნო მატჩს 12 მარტს ზუგდიდის წინააღმდეგ გამართავს.
დინამო  2:0  მერანი
გოლი:
1:0 ქვილითაია 25’  2:0 ამისულაშვილი 40’  
გაფრთხილება: ხაბელაშვილი 11’  ალვარო 65'  ციმაკურიძე 87’  ჭანტურიშვილი 89’  პარუნაშვილი 89’  ჯღამაია 89’
დინამო: ჰრდლიჩკა, უ. ლობჟანიძე, რენე, ამისულაშვილი, თევზაძე (ალვარო 64), ჭელიძე, პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი, კიტეიშვილი (ს. ლობჟანიძე 86), იაშვილი (არაბული 71), ქვილითაია
მერანი: მამალაძე, კიკნაველიძე, მელიავა, გიორგაძე, ციმაკურიძე, ტეიდი, ჯიქია (აშორტია 46), ჯღამაია, ხაბელაშვილი (გეგია 64), უგულავა (შენგელია 75), საბანაძე
მსაჯი: ი. კვირიკაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024