სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს.
საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეცხრამეტე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ თბილისური გუნდიდან ალექსანდრე ამისულაშვილი (2) და ალექსანდრე იაშვილი (7) შეიყვანა. მერანთან შეხვედრაში ალექსანდრე ამისულაშვილმა თორმეტ წლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა დინამოს მაისურით, ხოლო ალექსანდრე იაშვილმა ორი საგოლე პასი ჩაიწერა აქტივში.