• Geo
  • Eng
07.03.2016
მათე ცინცაძემ ოპერაცია გაიკეთა

დინამო თბილისის ნახევარმცველს- მათე ცინცაძეს, დღეს მარჯვენა ფეხის დაზიანებული ლატერალური მენისკის მენისკეკტომია (ამოკვეთა) გაუკეთდა. მათე რამდენიმე დღეში რეაბილიტაციის კურსს დაიწყებს, ხოლო 6 კვირის შემდეგ სრული დატვირთვით შეძლებს ვარჯიშს. ახალგაზრდა ნახევარმცველი კლინიკაში კლუბის დირექტორმა მიხეილ ხუციშვილმა და ტექნიკურმა დირექტორმა ლევან ზუხბაიამ მოინახულეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024