• Geo
  • Eng
07.03.2016
დუბლები მერანთან დამარცხდნენ

ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანმა დუბლების ჩემპიონატის მე- 19 ტურის შეხვედრას უმასპინძლა. დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ მარტვილის მერანის დუბლები მიიღო. აღსანიშნავია, რომ თბილისელებმა რამდენიმე ფეხბურთელი მოისაკლისეს, რომლებიც 17 წლამდელთა სანაკრებო შეკრებაზე იმყოფებიან. იმავე მიზეზის გამო გადაიდო წინა ტურის მატჩი ჩვენსა და ლოკომოტივის დუბლებს შორის. დღეს კი საკმაოდ საინტერესო და დაძაბული შეხვედრა იხილა აკადემიის სტადიონზე შეკრებილმა მაყურებელმა. პირველ ნახევარში სტუმრებმა მოახერხეს დაწინაურება და ტაიმიც ასე დასრულდა, მეორე ტაიმში კი ორივე გუნდმა მაღალი სათამაშო რიტმი შემოგვთავაზა. მერანის ფეხბურთელებმა მასპინძელი გუნდის მცველების უყურადღებობით ისარგებლეს და მეორედ აიღეს დინამოს კარი. ამას ენვერ ლილუაშვილის გაძევებაც მოჰყვა და თბილისელები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ, თუმცა მასპინძლებმა შეტევებს უმატეს და რამდენიმე სახიათო მომენტიც შექმნეს. მეორე ნახევრის შუაში, 15 წუთიან ინტერვალში ბექა მიქელთაძემ ორჯერ აიღო მარტვილელთა კარი. დაპირისპირებამ კი ბოლომდე დინამოელთა უშედეგო შეტევებში ჩაიარა. მსაჯის მიერ დამატებულ დროს სტუმრებმა კონტრშეტევაზე მესამე გოლი გაიტანეს და შეხვედრაშიც იმარჯვეს.

დინამო დუბლები 2:3 მერანი დუბლები

დინამო დუბლები: ბულისკერია, ლოჩოშვილი, კობოური (ხარშილაძე 60), ნემსაძე, კაპანაძე, ყურაშვილი, ლურსმანაშვილი (ბაშალეიშვილი 70), აღდგომელაშვილი, ფოჩხუა (გოგილაშვილი 55), ლილუაშვილი, მიქელთაძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024