• Geo
  • Eng
28.01.2016
მიკელ ალვარო დინამოში დაბრუნდა

ესპანელი შემტევი ნახევარმცველი- მიკელ ალვარო დინამო თბილისში დაბრუნდა. ბასკი ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდში 2011-2013 წლებში თამაშობდა და 59 შეხვედრაში 21 გოლი გაიტანა. ბოლოს ალვარო ახალ ზელანდიურ ოკლენდ სიტიში გამოდიოდა, რომელთან ერთადაც 2015 წლის საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. მანამდე კი ბაქოს ინტერის ღირსებას იცავდა. დინამომ ნახევარმცველთან ერთ წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

 

 

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024