დინამო თბილისთან კონტრაქტები ამოეწურათ და კლუბი დატოვეს მეკარეებმა - ლიბორ ჰრდლიჩკამ და გიორგი ბეგაშვილმა, მცველებმა გიორგი გველესიანმა და გიორგი გურულმა, ნახევარმცველმა - გიორგი ჯანელიძემ. კლუბთან ასევე კონტრაქტი ამოეწურა დინამოს და საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა მცველს - ოთარ კაკაბაძეს.
დინამო თბილისი მადლობას უხდის ყველა მოთამაშეს დინამოსთვის გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს უსურვებს მათ მომავალში.
ასევე, კლუბი განათხოვრების წესით დატოვეს - ბაჩანა არაბულმა, რომელიც წლის ბოლომდე იჯარით სამტრედიაში ითამაშებს და საბა ლობჟანიძემ, რომელიც იმავე პირობით საჩხერის ჩიხურას შეუერთდება.
რაც შეეხება დამატებულ მოთამაშეებს: გუნდმა ოფიციალურად გაიფორმა ბულგარეთის უმაღლესლიგელი ჩერნო მორე ვარნას 28 წლის შემტევი ნახევარმცველი - მათიას კურიე და 27 წლის პლოვდივის ლოკომოტივისა და ბულგარეთის ნაკრების ნახევარმცველი - სტეფან ველევი. ახალწვეულების ფორმალური წარდგენა საზაფხულო შეკრებამდე მოხდება. კლუბი განაგრძობს ტრანსფერებზე მუშაობას და სიახლეებს ახლო მომავალში შეიტყობთ.