• Geo
  • Eng
21.04.2016
ორი გამარჯვება ჭაბუკთა ლიგაში

ჭაბუკთა ლიგაში დინამოელებმა 24- ე ტურის მატჩები ჩაატარეს. 15 და 17 წლამდე დინამოელები ვიტ ჯორჯიას შესაბამის ასაკობრივ გუნდებს დაუპირისპირდნენ და ორივე შემთხვევაში ჩვენმა გუნდებმა იმარჯვეს. 15 წლამდელებმა 3:1 აჯობეს ვიტ ჯორჯიას. გოლები ვაწაძემ, მექვაბიშვილმა და ჯიჭონაიამ გაიტანეს. ამ მოგების შემდეგ ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 61 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 83/15, გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში საბურთალოსთან ერთად პირველ ადგილს იყოფს. 17 წლამდელებმა ორის წილ ოთხი გოლი გაუტანეს ვიტ ჯორჯიელ თანატოლებს. თავის გამოჩენა ღვინიაშვილმა, ბაბუნაძემ, ერგემლიძემ და სეიდოვმა მოახერხეს. ამ მოგებით დინამოს 17 წლამდელებს 24 მატჩიდან 62 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი განიმტკიცეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 56/13, უახლოეს მდევარ ლოკომოტივს დინამოელები 12 ქულით უსწრებენ.

ვიტ ჯორჯია U15  1:3  დინამო U15

დინამო U15: მამარდაშვილი, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, გაბედავა, ჯანგიძე, დარცმელია, კვარაცხელია, ვაწაძე, მექვაბიშვილი, ჯიჭონაია, ჩიქოვანი

შეცვლაზე შევიდნენ: ბერიაშვილი, იაკობიძე, გულდედავა, ჩეკურიშვილი, შარაძე, არაბიძე

ვიტ ჯორჯია U17  2:4  დინამო U17

დინამო U17: ბულისკერია, კიკალიშვილი, ძოწენიძე, კალხიტაშვილი, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, ღვინიაშვილი, ბაბუნაძე, ერგემლიძე, დავითაშვილი, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: თაგვაშვილი, ჭურღულაშვილი, ბასარია, ხარშილაძე, აღდგომელაშვილი, უგრეხელიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024