• Geo
  • Eng
30.01.2016
დინამოელები შეკრებაზე გაემგზავრნენ

დღეს დინამოელები მოსამზადებელ შეკრებაზე ანტალიაში გაემგზავრნენ. თბილისელები ბელეკის სასტუმრო Susesi Luxury Resorts- ში დაბინავდნენ. მოსამზადებელ შეკრებაზე, რომელიც 14 თებერვლამდე გასტანს თბილისელები სპლიტს, ბატეს, ვოივოდინას, სლოვანს და კარპატს დაუპირისპირდებიან, შესაბამისად 1, 4, 7, 10 და 13 თებერვალს.

დინამო თურქეთში 26 ფეხბურთელით გაემგზავრა: ლიბორ ჰრდლიჩკა, გიორგი ბეგაშვილი, დემეტრე ბულისკერია, გიორგი თევზაძე, გიორგი გურული, ზაზა ჭელიძე, გიორგი გველესიანი, ალექსანდრე ამისულაშვილი, თორნიკე კირკიტაძე, უჩა ლობჟანიძე, დავით კობოური, რენე ფერეირა, მათე ცინცაძე, ლაშა პარუნაშვილი, ჯაბა ჯიღაური, საბა ლობჟანიძე, გიორგი ჯანელიძე, მიკელ ალვარო, გიორგი ჩაკვეტაძე, ვახტანგ ჭანტურიშვილი, ნიკოლოზ გელაშვილი, ჟაჟა დე სოუზა, ოთარ კიტეიშვილი, ალექსანდრე იაშვილი, ბაჩანა არაბული და გიორგი ქვილითაია.

22 ფეხბურთელით გაემგზავრა შეკრებაზე დინამოს სარეზერვო შემადგენლობა: ლევან ისიანი, გიორგი კულუა, ბექა მიქელთაძე, მიხეილ ერგემლიძე, ლუკა სილაგაძე, საბა აღდგომელაშვილი, ნიკა ნინუა, ლუკა ლოჩოშვილი, არჩილ ბასარია, ლევან ხარაბაძე, ლუკა ფოჩხუა, გიორგი კუცია, გიორგი ზარია, ნიკა გაბრიჩიძე, აკაკი ყურაშვილი, დავით კიკალიშვილი, ლუკა ქაფიანიძე, ზუკა დავითაშვილი, ვახო კაპანაძე, ნიკა ბაშალეიშვილი, ანდრო ნემსაძე და ენვერ ლილუაშვილი.

ჩვენი გუნდის დუბლები კუნდუში სასტუმრო Topkapi Palace Hotel- ში დაბინავდნენ. მოსამზადებელ შეკრებაზე დინამოს სარეზერვო გუნდიც გამართავს რამდენიმე სპარინგ შეხვედრას. სავარაუდო მეტოქეები კი საარბრიუკენის, შახტარის და ვოლნის შესაბამისი ასაკობრივი გუნდები იქნებიან.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024