• Geo
  • Eng
21.04.2016
კოლხეთი - დინამო | ურთიერთშეხვედრები

კვირას 24 აპრილს, საქართველოს ჩემპიონატის 26- ე ტურში, ჩვენი გუნდი ფოთში, პარკი არენაზე ადგილობრივ კოლხეთს დაუპირისპირდება. მატჩი 16.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდის საშუალებით იხილავს.

გუნდების დაპირისპირება სათავეს პირველი ჩემპიონატის პირველი ტურიდან იღებს. ფოთელებთან დინამოს ეროვნულ ჩემპიონატში 54 მატჩი აქვს ჩატარებული, საიდანაც თბილისელებმა 36 შემთხვევაში იმარჯვეს, 11 შეხვედრა ფრედ დასრულდა, ხოლო 7 მატჩი ფოთელთათვის აღმოჩნდა წარმატებული. ბურთების შეფარდება 122/39 დინამოს სასარგებლოდ. უხვგოლიანი მოპოვებული გამარჯვება-  ანგარიშით 6:1, 1998 წლის 30 ნოემბერით თარიღდება. კოლხთა დასამახსოვრებელი გამარჯვება კი მეხუთე ჩემპიონატის მეთვრამეტე სათამაშო დღეს დაფიქსირდა. 1994 წლის 18 ივნისს ფოთელებმა ანგარიშით 5:1 დაამარცხეს დინამო. ჩვენმა გუნდმა მეტოქე დიდი ანგარიშით 4:0 ხუთჯერ დაამარცხა. ანგარიშით 5:0 კი დინამოს ოთხი შეხვედრა აქვს მოგებული. ერთი გასვლაზე და სამიც შინ.

ეროვნულ ჩემპიონატში ბოლოს ეს გუნდები ერთმანეთს 2015 წლის 8 ნოემბერს თბილისში დაუპირისპირდნენ. შეხვედრაში ამ გუნდებს შორის შვიდი გატანილი გოლი დაფიქსირდა. თბილისელებმა ფოთელებს 5:2 აჯობეს. გიორგი ქვილითაიამ ჰეთ თრიქი გაიფორმა, ხოლო ჯაბა ჯიღაურმა დუბლი.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024