სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს.
საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის მეოცე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ თბილისური გუნდიდან მცველი ზაზა ჭელიძე (2) და შემტევი ალექსანდრე იაშვილი (8) შეიყვანა. ზუგდიდთან 3:2 მოგებულ შეხვედრაში ზაზა ჭელიძემ ჩვენი გუნდის კაპიტნის გადაცემა გამოიყენა და მეტოქის კარი თავით დალაშქრა.