• Geo
  • Eng
03.02.2014
ინფორმაცია ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ

თურქული შეკრების პირველ სპარინგში პოლონურ პოდბესკიძიესთან სამმა დინამოელმა ტრავმის გამო შეხვედრის გაგრძელება ვერ შეძლო. მეორე მატჩში ჰაიდუკთან დაშავდა ჩვენი გუნდის კაპიტანი გიორგი ლორია. დინამოს ანთალიური შეკრების საკონტროლო მატჩებში ტრავმირებული ფეხბურთელების მდგომარეობის შესახებ ჩვენი გუნდის ექიმმა დავით ხარაბაძემ გვიამბო.

 

დავით ხარაბაძე - გიორგი ლორიამ მარჯვენა ფეხის კოჭ–წვივის სახსრის ძლიერი დაჭიმულობა მიიღო. ამჟამად სახეზეა ე.წ.  წინა ტიბიალური ტრაქტის სინდრომა. იგი სავარაუდოდ გუნდთან ერთად ვარჯიშს ერთ კვირაში დაიწყებს.

 

გიორგი მერებაშვილს ბარძაყის უკანა კუნთის ძლიერი დაჭიმულობა აქვს. მას სპეციალური სამკურნალო–სარეაბილიტაციო კურსი უტარდება. ფეხბურთელმა ორი დღეა სირბილი დაიწყო და გუნდს მალე შეუერთდება. რაცშეეხებათ დავით ხურცილავას და ოთარ კაკაბაძეს, ისინი სამკურნალო-სარეაბილიტაციო კურსს თბილისში გაიავლიან.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024