21-ე და ტურის ცენტრალური შეხვედრა გაიმართა საგარეჯოში. კახეთს დინამო-2 ესტუმრა და გათამაშების ლიდერს დაუპირისპირდა.
საინტერესო მატჩი დედაქალაქელთა გამარჯვებით 2-3 დასრულდა. ანგარიში პაპუნა ფონიავამ პირველი ნახევრის შუაში გახსნა, ტაიმის ბოლოსკენ კი სტატუს ქვო ტექნიკური თავურით ნიკა ქოქოსაძემ აღადგინა. მეორე ტაიმის შუაში, ორწუთიან მონაკვეთში ჯერ იმავე ქოქოსაძემ, შემდეგ კი ირაკლი იაკობიძემ კიდევ ორი ზუსტი თავური შეასრულეს და დინამო დააწინაურეს ორი ბურთით. მატჩის ბოლოს ირაკლი ლექვთაძემ ერთი გოლი გაქვითა და დინამომ შეხვედრა 2-3 მოიგო.
ვლადიმერ კაკაშვილის 18 აგვისტოს მორიგ შეხვედრას ვიტ ჯორჯიასთან ჩაატარებს. დინამოელები თბილისის ზღვის მოედანზე ითამაშებენ.
მატჩის ოქმი
ფოტოამბავი