დღეს ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე ელიტ ლიგის (2001) მატჩი გაიმართა. ვლადიმერ კაკაშვილის შეგირდებმა 28- ე ტურში მთავარ კონკურენტს- საბურთალოს უმასპინძლეს და 1:0 დაამარცხეს მეტოქე. გამარჯვების გოლი შეხვედრის ბოლო წუთზე მაღალდაძემ გაიტანა. ამ გამარჯვებით დინამოელებმა 53 ქულა დააგროვეს და გათამაშების ჩემპიონის ტიტული წაუგებლად მოიპოვეს. გაიტანეს 170 გოლი 13- ის წინააღმდეგ.
დინამო U-13: ხარშილაძე, გუგუნავა, ჭავჭანიძე, ჯანგიძე, ბოგვერაძე, მაღალდაძე, კვარაცხელია, მექვაბიშვილი, იაკობიძე
შეცვლაზე შევიდნენ: ლომთაძე, თუდები, ყენია, ისმაილი
ცხრილი იხილეთ აქ: