• Geo
  • Eng
15.06.2014
დღის პროგნოზში - დინამოს ახალწვეულები

დღეს ჩვენი ვებ-გვერდის სტუმრები დინამოს ახალწვეულები- ლაშა თოთაძე და გიორგი ჩირგაძე იქნებიან, რომლებიც დინამოში მოსვლაზე, შეკრებაზე და მსოფლიო ჩემპიონატის დღევანდელ შეხვედრებზე გვესაუბრებიან.

ლაშა თოთაძე - დინამოში თამაში ყველა ქართველი ფეხბურთელის ოცნებაა, მათ შორის ჩემიც. ბედნიერი ვარ, რომ წილად ლეგენდარული კლუბის წევრობა მხვდა. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა გამოვადგე პირველ რიგში დინამოს და ქართულ ფეხბურთს. ვეცდებით გავამრთლოთ ის იმედები, რაც კლუბის ხელმძღვანელობამ ჩვენს მიმართ გამოიჩინა. ძალიან კარგ პირობებში ვემზადებით. ამ ეტაპზე ძირითადად ფიზიკური დატვირთვებია, ვშრომობთ, ვემზადებით. დღეს არგენტინა უდავო ფავორიტია. საფრანგეთიც მოიგებს, მორიგი სენსაცია თუ არ ვიხილეთ. შვეიცარია-ეკვადორი რთული მატჩია, მაგრამ ვფიქრობ ევროპელები არ წააგებენ.

შვეიცარია - ეკვადორი  1/X

საფრანგეთი  - ჰონდურასი  1

არგენტინა - ბოსნია   1

გიორგი ჩირგაძე - ძალიან გამიხარდა ისტორიულ გუნდში მოხვედრა. დინამოში ყოფნა დიდი პატივია და რაც ჩემზე იქნება დამოკიდებული შევეცდები ყველაფერი გავაკეთო გუნდისთვის. ფიზიკური დატვირთვების შეკრებას გავდივართ. სწორედ ფიზიკურად მაღალ დონეზე  მომზადება აკლია ჩემი აზრით ქართულ ფეხბურთს. ცოტა კი გვიჭირს, მაგრამ დარწმუნებული ვარ მუშაობა შედეგს გამოიღებს.

შვეიცარია - ეკვადორი  2

საფრანგეთი - ჰონდურასი  1

არგენტინა - ბოსნია  1

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024