• Geo
  • Eng
29.06.2025
გიორგი ლომთაძე დინამოში ითამაშებს

გიორგი ლომთაძე დინამო თბილისს შემოუერთდა, 23 წლის ნახევარმცველი ჩვენს გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა. მან კლუბთან ხელშეკრულება ერთი წლის ვადით გააფორმა. 

მისი ბოლო კლუბი ისრაელური ბნეი იეჰუდა გახლდათ, თუმცა რეგიონში გართულებული უსაფრთხოების მდგომარეობის გათვალისწინებით მხარეებს შორის შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტი ნაადრევად შეწყდა.

ლომთაძე დინამო თბილისის აკადემიის აღზრდილია და სხვადასხვა დროს გაგრას, სამტრედიას და თბილისის ლოკომოტივის ღირსებას იცავდა. 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2025