დინამოს აკადემიის 15 და 17 წლამდელთა გუნდებმა ჭაბუკთა ლიგაში მეოცე ტურის მატჩები გამართეს. ჩვენმა ჭაბუკებმა მატჩები საჩხერეში ადგილობრივი ჩიხურას ასაკობრივ გუნდებთან ჩაატარეს.
დინამოს 15 წლამდელებმა შეხვედრა თავისი უპირატესობით წარმართეს, არაერთი სახიფათო და საგოლე მომენტიც შექმნეს ჩიხურას კართან, თუმცა გოლის გატანა მაინც ვერ მოახერხეს. ამ ყაიმის შემდეგ ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 51 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 70/12, გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში მეორე ადგილზე იმყოფება. დინამოელები პირველ ადგილზე მყოფ საბურთალოს ერთი ქულით ჩამორჩებიან.
დინამოს 17 წლამდელებმა 3 უპასუხო გოლით აჯობეს მასპინძლებს. გოგილაშვილმა მეტოქესთან დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ბაბუნაძის ანგარიშზეა. ლევან გვანცელაძის ფეხბურთელებს 19 მატჩიდან 49 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზე იმყოფებიან. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 43/8.
ჩიხურა U15 0:0 დინამო U15
დინამო U15: მამარდაშვილი, გულდედავა, გაბედავა, მექვაბიშვილი, ბ. ხარშილაძე, შარაძე, კვარაცხელია, ჩიქოვანი, ვაწაძე, დარცმელია, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: ქობულაძე, ბერიაშვილი, არაბიძე
ჩიხურა U17 0:3 დინამო U17
დინამო U17: ბულისკერია, გაბელაია, ჭურღულაშვილი, ცერცვაძე, კალხიტაშვილი, ღვინიაშვილი, ხარშილაძე, ყურაშვილი, გოგილაშვილი, უგრეხელიძე, სეიდოვი
შეცვლაზე შევიდნენ: თვალოძე, ძოწენიძე, აზმაიფარაშვილი, ნაჭყებია, აბულაძე, გურასაშვილი, ბაბუნაძე