19.03.2016
ამისულაშვილი, ლობჟანიძე და ქვილითაია ეროვნულ ნაკრებში
29 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჯვაროსნები დინამო არენაზე ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებენ. საქართველოს ნაკრების ახალმა მთავარმა მწვრთნელმა- ვლადიმერ ვაისმა ხსენებული მატჩისთვის დინამო თბილისიდან მცველები- ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე და ფორვარდი- გიორგი ქვილითაია გამოიძახა. აღსანიშნავია, რომ გიორგისთვის ნაკრებში ეს სადებიუტო მიწვევაა. ამხანაგური შეხვედრა 21.00 საათზე დაიწყება.