ვიტალი დარასელიას სახელობის დინამოს აკადემიის მოედანზე დუბლშემადგენლობათა პირველობის 21- ე ტურის მატჩი ჩატარდა. დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ დილას დუბლები მიიღო და 0:3 დამარცხდა. ამ ტურის შეხვედრა დინამოელთაგან სხვა და სხვა მიზეზით თორმეტმა ფეხბურთელმა გამოტოვა. ტრავმების გამო გუნდს ზარია, აღდგომელაშვილი, სილაგაძე და კობოური აკლდა. დისკვალიფიკაციის გამო კი ვერ ითამაშა ლილუაშვილმა. ჩაკვეტაძე, დავითაშვილი, ნინუა, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, კუცია და ხარაბაძე კი 17 წლამდელთა ნაკრებში არიან გამოძახებულნი და შესაბამისად ვერ ეხმარებიან დუბლებს. დავით ჭიჭვეიშვილს აკადემიის გუნდებიდან ფეხბურთელები ჰყავდა დამატებული, რომლებმაც ბევრი მცდელობის მიუხედავად სათანადო მეტოქეობა ვერ გაუწიეს სტუმრებს და დამარცხდნენ. თბილისელებს 19 თამაშიდან ისევ 40 ქულა დარჩათ და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფებიან. მომდევნო, გამოტოვებულ შეხვედრას დინამოს დუბლები საბურთალოს სარეზერვო გუნდთან 25 მარტს ჩაატარებენ.
დინამო დუბლები 0:3 დილა დუბლები
დინამო: ისიანი, ლოჩოშვილი, ნემსაძე, კაპანაძე, თევზაძე, ფოჩხუა, ბაშალეიშვილი (ხარშილაძე 70), მიქელთაძე, ბაბუნაძე (დარცმელია 90), გოგილაშვილი, ერგემლიძე (მექვაბიშვილი 55)