დინამოელები მომავალი სეზონისთვის განაგრძობენ მზადებას. გუნდი დღეს საწვრთნელ ბაზაზე შეკრიბა და დიღმის ტყე-პარკში გაემგზავრა, სადაც იურაი იარაბეკმა ფეხბურთელები გამძლეობაზე ავარჯიშა. საღამოს გუნდი დიღმის ბაზაზე გამართავს წვრთნას. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისიდან თბილისელები ავსტრიაში განაგრძობენ შეკრებას და მზადებას მოახლოებული ევრო სეზონისთვის.