თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სან მარინოს ახალგაზრდული ნაკრები მიიღო და დიდი ანგარიშით 4:0 დაამარცხა მეტოქე. გია გეგუჩაძის გუნდმა მთელი შეხვედრა თავისი უპირატესობით წარმართა და გატანილი გოლების გარდა კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნა სან მარინოს კართან. გოლები სტუმრებს გიორგი ხარაიშვილმა, ნიკა კაჭარავამ (2) და ლევან შენგელიამ გაუტანეს. დინამოელებმა- გიორგი თევზაძემ, ოთარ კიტეიშვილმა და ბაჩანა არაბულმა სასტარტო შემადგენლობაში იასპარეზეს. ბაჩანა არაბულმა საგოლე გადაცემაც მიითვალა. 28 მარტს ზესტაფონში, ახალგაზრდა ჯვაროსნები უკრაინის ახალგაზრდულ ნაკრებს უმასპინძლებენ.