• Geo
  • Eng
23.03.2016
გიორგი ქვილითაია ეროვნულ ნაკრებში

29 მარტს საქართველოს ეროვნული ნაკრები საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლებს. მატჩი დინამო არენაზე გაიმართება. ჯვაროსანთა სლოვაკმა თავკაცმა- ვლადიმერ ვაისმა ამ მატჩში მონაწილეობის მისაღებად დინამო თბილისიდან ალექსანდრე ამისულაშვილი, უჩა ლობჟანიძე და გიორგი ქვილითაია გამოიძახა. გიორგისთვის ეს პირველი მიწვევაა ნაკრებში. ჩვენი ვებ გვერდი დინამოს ფორვარდთან მცირე ინტერვიუს გთავაზობთ.

გიორგი ქვილითაია: ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა ჩემი ოცნება იყო. ეს არის დიდი მოტივაცია ყველა ფეხბურთელისთვის, მაგრამ ჯერ ბევრი რამე მაქვს დასამტკიცებელი და ადგილიც დასამკვიდრებელი მაქვს. ნაკრების ბევრ მოთამაშესთან U21- ის შემადგენლობაში მომიწია თამაში, არიან ბიჭები დინამოდანაც. შეკრება ნორმალურად მიდის, ვლადიმერ ვაისს ჯერ არ ვიცნობ ისე კარგად, როგორც დინამოს სლოვაკი მწვრთნელი გავიცანი, მაგრამ ისევე, როგორც ყველა მწვრთნელი ესეც ჩემგან გოლის გატანს მოითხოვს. თუ მომეცა თამაშის შანსი ვედები, რომ გოლიც გავიტანო. რაც შეეხება დინამოს, გუნდი სეზონს სათანადოდ დაამთავრებს და მეც იმედი მაქვს, რომ ეროვნული ჩემპიონატის ბოლოს ბომბარდირიც გავხდები.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024