საბურთალოზე, ბენდელას სტადიონზე, დუბლების ჩემპიონატის გადადებული მატჩი გაიმართა. საბურთალოს სარეზერვო შემადგენლობამ დინამოს დუბლებს უმასპინძლა. შეგახსენებთ, რომ ეს შეხვედრა ორივე გუნდიდან ასაკობრივ ნაკრებებში მიწვეული ფეხბურთელების გამო გადაიდო. დღევანდელი მატჩი დინამოს დუბლების თავკაცის როლში ლევან გვანცელაძესთვის სადებიუტო იყო. შეხვედრა საინტერესოდ წარიმართა. ორივე კართან არაერთი სახიფათო მომენტიც იხილა მაყურებელმა. გარდამავალი უპირატესობა მატჩის მეორე ტაიმში სტუმართა ტერიტორიულ უპირატესობაში გადაიზარდა, თუმცა გოლის გატანა ვერც ერთმა გუნდმა ვერ მოახერხა და შეხვედრა 0:0 დასრულდა. დინამოს დუბლები კიდევ ერთ გამოტოვებულ მატჩს 30 მარტს ზუგდიდში, ადგილობრივი გუნდთან გამართავენ.
საბურთალო დუბლები 0:0 დინამო დუბლები
საბურთალო დუბლები: ბუიღლიშვილი, ტაბატაძე, დონდოლაძე, ხუბაშვილი, ლაკვენელიანი, ჩოგაძე, რუხაძე, ცაწკრიალაშვილი, მოლაშვილი, კოხრეიძე, გვარაძე
დინამო დუბლები: ბეგაშვილი, კაპანაძე, ქაფიანიძე, ნინუა, კიკალიშვილი, ყურაშვილი, კუცია (ბაბუნაძე), ჩაკვეტაძე, ფოჩხუა (დავითაშვილი), ერგემლიძე (სეიდოვი), გოგილაშვილი