დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დინამოს საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგური მატჩი ჩატარდა. იურაი იარაბეკმა ისარგებლა სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზით და თბილისის ლოკომოტივს გაეჯიბრა. დინამოელებს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები აკლდა, თუმცა სპარინგი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით 6:0 დასრულდა. ოთხი გოლი პირველ ტაიმში გაიტანა დინამომ, ორიც მეორეში. ანგარიში გიორგი გურულმა გახსნა, დუბლი ჯაბა ჯიღაურმა გაიფორმა და ერთი გოლიც ნიკოლზ გელაშვილმა გაიტანა. მეორე ტაიმში იურაი იარაბეკმა ორი ცვლილება განახორცილა. მოედანზე საბა ლობჟანიძე შევიდა, რომლის აქტიურობის შედეგადაც ენვერ ლილუაშვილმა მეექვსე გოლი გაიტანა ლოკომოტივის კარში. ასევე მოედანზე გამოჩნდა დინამოში სინჯებზე მყოფი ჰოლანდიელი შემტევი ნახევარმცველი- ნინოს გურიე, რომელმაც მეხუთედ აიღო ლოკომოტივის კარი. დინამოელები 2 აპრილს, ქობულეთში ეროვნული ჩემპიონატის 22- ე ტურის შეხვედრას გამართავენ და ბათუმის დინამოს დაუპირისპირდებიან.
დინამო 6:0 ლოკომოტივი
დინამო: ჰრდლიჩკა, კაკაბაძე (ბაშალეიშვილი 75), გველესიანი, ჭელიძე, გურული (ნემსაძე 75), პარუნაშვილი, ჭანტურიშვილი (ს. ლობჟანიძე 46), ჯანელიძე (ზარია 75), ჯიღაური (გურიე 46), იაშვილი, გელაშვილი (ლილუაშვილი 75)