ნიონში დასრულდა უეფას ჩემპიონთა ლიგის 2016/2017 სეზონის პირველი და მეორე საკვალიფიკაციო ეტაპების წილისყრა: დინამოელები ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე - პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მეოთხე წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. მეოთხე წყვილში გამარჯვებულის ვინაობას ანდორის ჩემპიონი - სანტა კოლომა და სომხეთის ჩემპიონი - ალაშკერტი გაარკვევენ. დასაზუსტებელია დაპირისპირების ზუსტი თარიღი. თბილისელები საშინაო შეხვედრას დინამო არენაზე 12/13 ივლისს ჩაატარებენ, შესაბამისად საპასუხო გასვლითი მატჩი 19/20 ივლისს შედგება.