• Geo
  • Eng
28.03.2016
უხვგოლიანი ფრე უკრაინის ახალგაზრდულთან

დღეს ზესტაფონში დავით აბაშიძის სახელობის სტადიოინმა საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრას უმასპინძლა. საქართველოს 21 წლამდელთა ნაკრებმა უკრაინელი თანატოლები მიიღო და ძლიერი წვიმის ფონზე ფრედ 3:3 დასცილდა. გია გეგუჩაძის შეგირდებმა მოგება ბოლო წუთზე გაუშვეს ხელიდან. შეხვედრაში დინამო თბილისიდან ოთარ კიტეიშვილმა, ბაჩანა არაბულმა და გიორგი თევზაძემ მიიღეს მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ჯვაროსნებს ოთარ კიტეიშვილმა უკაპიტნა. მეორე გოლი უკრაინელთა კარში მის დარტყმას მოჰყვა და ასევე პენალტიც დაინიშნა მისი წაქცევისთვის. პირველი და მესამე გოლები უკრაინელთა კარში რომან ჭანტურიამ და ლევან შენგელიამ გაიტანეს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024