• Geo
  • Eng
15.05.2016
სიონი დუბლებმაც დაამარცხეს

დინამოს სარეზერვო შემადგენლობამ 29- ე ტურის მატჩი ჩაატარა და ბოლნისში სიონის დუბლებს დაუპირისპირდა. მატჩმა მთლიანად თბილისელთა უპირატესობით ჩაიარა და მათივე გამარჯვებით 4:0 დასრულდა. დინამოელებმა პირველივე ტაიმში გადაწყვიტეს მატჩის ბედი, როცა მასპინძლებს სამი გოლი გაუტანეს. ბექა მიქელთაძემ დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ბაჩანა არაბულმა გაიტანა. მეორე ნახევარში სტუმრებმა გიორგი ზარიას გოლით კიდევ ერთხელ აიღეს სიონის კარი. მომდევნო, ბოლო ტურის მატჩს ლევან გვანცელაძის შეგირდები თბილისში 23 მაისს, ქობულეთის შუქურას დუბლებთან გამართავენ.

სიონი დუბლები 0:4 დინამო დუბლები

დინამო დუბლები: კულუა, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, კობოური, ნინუა, ჩაკვეტაძე, ზარია, მიქელთაძე, არაბული, ლილუაშვილი

შეცვლაზე შევიდნენ: ყურაშვილი, გოგილაშვილი, ფოჩხუა, ნემსაძე, ბაშალეიშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024