• Geo
  • Eng
30.03.2016
ლობჟანიძემ და ამისულაშვილმა ეროვნულ ნაკრებში ითამაშეს

თბილისში, დინამო არენაზე საერთაშორისო ამხანაგური მატჩი გაიმართა. საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ახალი თავკაცის ხელმძღვანელობით ყაზახეთის ეროვნულ ნაკრებს უმასპინძლა და ფრედ 1:1 ითამაშა მეტოქესთან. ორივე გოლი პირველი ტაიმის მიწურულს გავიდა. ჯერ ყაზახები დაწინაურდნენ ნურგალიევის გოლით, ორიოდე წუთში კი უჩა ლობჟანიძის პასით თორნიკე ოქრიაშვილმა აღადგინა სტატუს ქვო. ვლადიმერ ვაისმა უჩა ლობჟანიძის გარდა, დინამოდან ასევე ალექსანდრე ამისულაშვილს მისცა თავის გამოჩენის შესაძლებლობა, გიორგი ქვილითაია კი თადარიგში გახლდათ.

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024