• Geo
  • Eng
26.06.2016
დინამოს ტრიუმფი ჭაბუკთა ლიგაში

დინამოელთა ტრიუმფით დასრულდა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ჭაბუკთა ლიგაში. გუშინ, 2000/2001 წელს დაბადებულთა ტურნირში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ოქროს მედლები და საჩემპიონო თასი უკვე 1998/1999 წელს დაბადებულებმა მოიპოვეს. ვლადიმერ კაკაშვილის გუნდი ფინალში ქუთაისის ტორპედოს დაუპირისპირდა და ერთის წილ ოთხი გოლი გაუტანა მეტოქეს. გადამწყვეტი შეხვედრა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. ანგარიშიდანაც ნათლად ჩანს, რომ უპირატესობას დინამოელი ჭაბუკები ფლობდნენ. გატანილი ოთხი გოლის გარდა დედაქალაქელებს კიდევ არაერთხელ შეეძლოთ მეტოქის კარის დალაშქვრა. ქუთაისელთა კარში ორი გოლი გოგილაშვილმა გაიტანა, თითოც ქაფიანიძემ და ყურაშვილმა. საბოლოოდ დინამომ 4:1 დაჯაბნა მეტოქე და სეზონი გამარჯვებით დაასრულა. ფინალის შემდეგ გაიმართა დაჯილდოვების საზეიმო ცერემონიალი. ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა- ლევან კობიაშვილმა თბილისელებს ოქროს მედლები და საჩემპიონო, მიხეილ მესხის სახელობის გარდამავალი თასი გადასცა.

U17 დინამო 4:1 ტორპედო

U17 დინამო: ისიანი, კიკალიშვილი, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, ხარაბაძე, ყურაშვილი, კუცია, დავითაშვილი, გოგილაშვილი, ფოჩხუა, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: ძოწენიძე, კალხიტაშვილი, ცერცვაძე, ლურსმანაშვილი, ერგემლიძე, ღვინიაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024