დინამოს აკადემიის გუნდის ტრიუმფით დასრულდა ჭაბუკთა ლიგის 2000/2001 წლებში დაბადებულთა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი. ფინალური შეხვედრა, რომელშიც დინამოს მეტოქეობა საბურთალომ გაუწია, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე გაიმართა. საკმაოდ დაძაბული შეხვედრა განსხვავებული ტაიმებით და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ნახევარში დინამოელებს ჰქონდათ უპირატესობა, მეორე ტაიმში კი საბურთალო უფრო აქტიურად თამაშობდა. არაერთი საგოლე მომენტიც შეიქმნა შეხვედრის მანძილზე, თუმცა შედეგიანი ქალაქურ დერბიში მხოლოდ თითო დარტყმა გამოდგა. მეორე ტაიმის მე- 15 წუთზე საბურთალომ გახსნა ანგარიში. მცველთა შეუთანხმებელი თამაშით ჯავახიშვილმა ისარგებლა. შეხვედრის დამთავრებამდე 5 წუთით ადრე კი დინამოელებმა მოახერხეს სტატუს ქვოს აღდგენა. მეკარის არაზუსტი თამაშის შემდეგ ბურთთან პირველი გიორგი ხარშილაძე გაჩნდა და ზუსტი დარტყმით ანგარიშიც გაათანაბრა 1:1. ფინალის ძირითადი დრო ფრედ დასრულდა და დაინიშნა მატჩისშემდგომი თერთმეტმეტრიანების სერია. თავისი მცდელობა შედეგიანად გამოიყენეს ბექა ხარშილაძემ, გიორგი ხარშილაძემ და არჩილ ბასარიამ. აღსანიშნავია, რომ დინამოელთა კიპერმა გიორგი მამარდაშვილმა სამი თერთმეტმეტრიანი მოიგერია. ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა ჯამში 4:3 იმარჯვა და საჩემპიონო ტროფეისაც დაეუფლა.
26 ივნისს იმავე სტადიონზე 1998/1999 წლებში დაბადებულთა ფინალური მატჩი გაიმართება. ოქროს მედლებს დინამო თბილისი და ტორპედო ქუთაისი გაითამაშებენ.
U15 დინამო 1:1 (3:2 პენ) საბურთალო
U15 დინამო: მამარდაშვილი, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, ბასარია, , დარცმელია, ჩიქოვანი, ბაბუნაძე, გ. ხარშილაძე, ჯანგიძე, მექვაბიშვილი, ჯიჭონაია
შეცვლაზე შევიდნენ: გაბედავა, იაკობიძე, კვარაცხელია
U15 საბურთალო: მეგრელიშვილი, კაპანაძე, ბუიღლიშვილი, ჯინჯოლავა, ძაძამია, ნონიკაშვილი, ოქროპირიძე, პაპიაშვილი, ჯავახიშვილი, ივანიაძე, ტოკლიკიშვილი
შეცვლაზე შევიდნენ: კუხიანიძე, გოგობერიშვილი, ცალუღელაშვილი