• Geo
  • Eng
31.03.2016
დინამო ბაზაზე ემზადება

დღეს ანდრო ჟორდანიას სახელობის დიღმის საწვრთნელ ბაზაზე იურაი იარაბეკმა მორიგი წვრთნა გამართა. თბილისელები 2 აპრილს ბათუმის დინამოსთან სათამაშოდ ემზადებიან. ჩვენს გუნდს ეროვნულ და ასაკობრივ ნაკრებებში გამოძახებული ფეხბურთელები დაემატნენ, მათე ცინცაძისა და მიკელ ალვაროს გარდა გუნდი სრული შემადგენლობით ემზადება მოახლოებული დაპირისპირებისთვის. ჰოლანდიელმა ნინოს გურიემ, რომელიც დინამოში სინჯებს გადიოდა, უკანა მომზიდველი კუნთის ტრავმა მიიღო, მას რეაბილიტაციისთვის მინიმუმ ორი კვირა ესაჭიროებოდა და სამწუხაროდ ჩვენი გუნდის დატოვება მოუწია. შეგახსენებთ, რომ ბათუმელ და თბილისელ დინამოელთა მატჩი ქობულეთში, ჩელე არენაზე გაიმართება და 16.00 საათზე დაიწყება.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024