დინამო თბილისის პრეზიდენტი- რომან ფიფია დღეს, ქართული ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის რიგით 26- ე ყრილობაზე, რომელიც თბილისში, სასტუმრო ჰუალინგში გაიმართა დინამოს პრეზიდენტს სპეციალური პრიზი სფფ- ს პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა გადასცა.