დინამო თბილისი განაგრძობს ავსტრიულ შეკრებას და მზადებას მოახლოებული ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის. ხვალ ჩვენი გუნდი თბილისის დროით 19 საათსა და 30 წუთზე მესამე საკონტროლო შეხვედრას გამართავს. დინამოელები მაქაბი ჰაიფას ბიშოფსხოფენში დაუპირისპირდებიან.
ისრაელის დასრულებული ჩემპიონატის მეოთხეადგილოსანი 1913 წელს დაარსდა. ჰაიფელთა საკლუბო ფერები მწვანე და თეთრშია გადაწყვეტილი. მაქაბი საშინაო მატჩებს 2014 წლიდან სამი ოფერის სტადიონზე ატარებს, რომელიც 30 000 გულშემატკივარზეა გათვლილი. მანამდე მწვანეები (გუნდის ზედმეტსახელი) სტუმრებს კირიათ ელიეზერზე მასპინძლობდნენ. მაქაბი 12 გზის ისრაელის ჩემპიონია. 6- ჯერ მოიპოვეს თასი, 4- ჯერ ლიგის თასი და 3- ჯერ ისრაელის სუპერთასი. ბოლო 10 სეზონის მანძილზე მაქაბი ორჯერ გავიდა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე (პირველად ისრაელის ფეხბურთის ისტორიაში) და ოთხჯერ ევროპა ლიგის ჯგუფში იასპარეზა. მაქაბი ჰაიფას მთავარი მწვრთნელის პოსტზე ადგილობრივი ფეხბურთის სპეციალისტი, ისრაელის ნაკრების ყოფილი წევრი- რონი ლევი 2015 წლიდან მუშაობს.