ჩელე არენაზე დასრულებული ოცდამეორე ტურის მატჩის შემდეგ, რომელშიც თბილისელებმა ბათუმელ დინამოელებს 2:1 მოუგეს, გაიმართა ტრადიციული მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია. ჟურნალისტების წინაშე ასლან ბალაძე და იურაი იარაბეკი წარდგნენ.
იურაი იარაბეკი: ორივე დინამომ ძალიან კარგი მატჩი ჩაატარა. უნდა აღვნიშნო, რომ მეორე ტაიმში მასპინძლებმა კარგად ითამაშეს და გაგვიტანეს გოლი. აი მერე კი ჩვენც ავთამაშდით და საბოლოოდ გავიმარჯვეთ. კიდევ აღვნიშნავ, რომ ძალიან კარგი შეხვედრა იყო და გულშემატკივარიც კმაყოფილი დარჩებოდა. რაც შეეხება მომდევო ტურს, ვიცი რომ ტრადიციულ გუნდს ვხვდებით. მე უნდა ვნახო, როგორ თამაშობს ტორპედო, თუმცა ჩვენ ჩვენი გეგმები გვაქვს და ტორპედოსთან მატჩი მოსაგებია.
ასლან ბალაძე: მინდა მიულოცო დინამოს. ჩვენი შემადგენლობა არასტაბილურია და ყველა თამაშში ტრავმებიდან გამომდინარე ცვლილებების გაკეთება გვიწევს. ვერ დავიჭირეთ სტაბილური წინსვლა. რაც შეეხება დღევანდელ შეხვედრას- შეტევაზე მეტი აქცენტი გვქონდა. ბერიაშვილიც და კომაზეციც მეორე ტაიმისთვის შემოვინახეთ. ჩემს ფეხბურთელებს მინდა მადლობა ვუთხრა, ძალიან კარგი მეორე ტაიმისთვის. ბოლო ფაზაში კონცენტრაციას ვკარგავთ, რაც აუცილებლად მისახედია. ვთვლი, რომ არ იყო წასაგები თამაში და ლოგიკური ფრე იქნებოდა.