ჭაბუკთა ლიგაში დინამოს 15 წლამდელთა გუნდმა 23- ე ტურის შეხვედრა ჩაატარა, რომელშიც ბოლნისის სიონს უმასპინძლა და დიდი ანგარიშით 7:0 დაამარცხა მეტოქე. მატჩი ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მთლიანად თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. გოლები კი ბოლნისელებს- გულდედავამ (ორი), გაბელაიამ, მექვაბიშვილმა, ბერიაშვილმა, კვარაცხელიამ და არაბიძემ გაუტანეს. ამ მოგების შემდეგ ვლადიმერ გოჩაშვილის გუნდმა 58 ქულა დააგროვა და ბურთების ბალანსით 80/14, გათამაშების აღმოსავლეთ ზონაში საბურთალოსთან ერთად პირველ ადგილს იყოფს.
დინამო U15 7:0 სიონი U15
დინამო U15: თვალოძე, გაბელაია, ბ. ხარშილაძე, ცანავა, ჯანგიძე, დარცმელია, გულდედავა, ბერიაშვილი, ვაწაძე, ქობულაძე, ჩიქოვანი
შეცვლაზე შევიდნენ: კარანაძე, გაბედავა, შარაძე, ჩეკურიშვილი, მექვაბიშვილი, კვარაცხელია, არაბიძე