• Geo
  • Eng
26.02.2016
საბურთალო - დინამო | მატჩამდე

საქართველოს 27- ე ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მეთვრამეტე ტურის შეხვედრას ჩვენი გუნდი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე ლიგის დებიუტანტ- საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს. დაპირისპირება 12.00 საათზე დაიწყება და მის რეპორტაჟს დინამოს ვებ გვერდი შემოგთავაზებთ.

 

 

ჩვენი მეტოქე

საფეხბურთო კლუბი საბურთალო 1999 წელს დაარსდა. ბენდელას სტადიონი, რომელიც საბურთალოს საშინაო არენად ითვლება, 2000 მაყურებელზეა გათვლილი. საკლუბო ფერები წითელი და თეთრია. 2013/2014 სეზონში საბურთალოს დებიუტი ჰქონდა საქართველოს პირველ ლიგაში. 2014/2015 სეზონში იმარჯვა კიდევაც პირველი ლიგის პირველ ჯგუფში და უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. 36 შეხვედრაში ჩვენმა მომავალმა მეტოქემ 87 ქულა დააგროვა და მეტოქეთათვის მიუწვდომელი გახდა. გუნდმა 92 გოლი გაიტანა და 25 მიიღო.

 

 

მწვრთნელი და საბურთალო

2014 წლის მარტიდან საბურთალოს ახალგაზრდა ფეხბურთის სპეციალისტი- გიორგი ჭიაბრიშვილი ხელმძღვანელობს. მისი თავკაცობით საბურთალომ უმაღლესი ლიგის საგზური მოიპოვა. გიორგი ჭიაბრიშვილი 2011-2012 წლებში ზესტაფონს წვრთნიდა. გუნდთან ერთად ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა და სუპერთასიც მოიგო. მიმდინარე სეზონში საბურთალომ გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით ამ სეზონში 17 ჩატარებულ მატჩში 21 ქულას მოუყარა თავი და სატურნირო ცხრილში მეათე ადგილზე იმყოფება.

 

 

დინამომდე

საბურთალომ ზამთრის მოსამზადებელი შეკრება თურქეთში გაიარა, სადაც რამდენიმე სპარინგ მატჩი გამართა. ჩვენი ხვალინდელი მეტოქე 0:1 დამარცხდა ჩეხურ ზლინთან. საბურთალომ 3:4 წააგო რუმინეთის ვოლუნტართან, 2:1 მოიგო ბულგარეთის პირინთან, დიდი ანგარიშით 1:6 დამარცხდა ავტრიის ლუშტენაუსთან და 2:0 იმარჯვა სერბეთის ნაპრედაკთან. საქართველოს ჩემპიონატის მე- 16 და მე- 17 ტურებში, შესაბამისად ფრედ 2:2 ითამაშა ცხინვალთან და 0:5 დამარცხდა საჩხერის ჩიხურასთან.

 

 

საბურთალო - დინამო

დინამო და საბურთალო აქამდე ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვედრილან. 28 აგვისტოს საქართველოს 27- ე ჩემპიონატის მესამე ტურში დინამოელებმა ოთხი უპასუხო გოლით დაამარცხეს მეტოქე. საბურთალოს კარში მათე ცინცაძემ, გიორგი ქვილითაიამ, ვახო ჭანტურიშვილმა და ალექსანდრე იაშვილმა გაიტანეს გოლები.

დისკვალიფიცირებული ფეხბურთელები

ხვალინდელ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო დინამოელთა კაპიტანი ალექსანდრე იაშვილი გამოტოვებს.

 

 

დინამი - საბურთალო | მსაჯი

საქართველოს ჩემპიონატის მეთვრამეტე ტურის შეხვედრას, რომელსაც ჩვენი გუნდი საბურთალოს წინააღმდეგ გამართავს– ლაშა სილაგავა განსჯის. მას ასისტენტობას დ. გაბისონია და ლ. ვარამიშვილი გაუწევენ. სათადარიგო მსაჯის ფუნქციებს კი ბ. გლუშჩუკი შეასრულებს.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ლაშა სილაგავამ იმსაჯა 23 თებერვალს, ეროვნულ ჩემპიონატში ბოლნისის სიონისა და ფოთის კოლხეთის დაპირისპირება გახლავთ, რომელშიც ბოლნისელებმა 3:1 იმარჯვეს. სილაგავამ მატჩის მონაწილე ფეხბურთელებს რვა ყვითელი და ერთიც წითელი ბარათი უჩვენა.

ჩვენი გუნდის მონაწილეობით ლაშა სილაგავამ ბოლოს 16 დეკემბერს იმსაჯა ქუთაისის ტორპედოს წინააღმდეგ 2:1 დასრულებულ სათასო შეხვედრაში, მატჩის მთავარ არბიტრს აღნიშნულ მატჩში ერთი ფეხბურთელი გააძევა.

ლაშა სილაგავა

დაბადების თარიღი: 1976 წლის 27 ივლისი
===========================================
უმაღლესი ლიგა - 162 თამაში / 559 ყვითელი / 27 წითელი / 26 პენალტი

პირველი ლიგა - 9 თამაში / 29 ყვითელი / 0 წითელი / 5 პენალტი

საქართველოს თასი - 28 თამაში / 75 ყვითელი / 3 წითელი / 3 პენალტი

საქართველოს სუპერთასი - 2 თამაში / 6 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა. ჩემპიონთა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი – 2 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა. ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი – 4 თამაში / 21 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

უეფა. ევროპა ლიგა. საკვალიფიკაციო ეტაპი - 5 თამაში / 36 ყვითელი / 4 წითელი / 2 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U21.საკვალიფიკაციო ეტაპი - 4 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა.ევროპის ჩემპიონატი U19.საკვალიფიკაციო ეტაპი - 6 თამაში / 30 ყვითელი / 1 წითელი / 2 პენალტი

 საერთაშორისო ამხანაგური მატჩი – 2 მატჩი / 11 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

 მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი – 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

მალტის ჩემპიონატი – 2 თამაში / 11 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

 

 

 

საბურთალოს სავარაუდო შემადგენლობა

ჩვენი ვარაუდით, ხვალინდელ მატჩში საბურთალოს სასტარტო შემადგენლობა ასეთი იქნება:

ქურდაძე - ხორხელი, თოთაძე, მარგველაშვილი, იაშვილი - ბიძინაშვილი, მამუჩაშვილი, ცაცკრიალაშვილი, ხარაიშვილი - გოშთელიანი, ფანცულაია

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024