• Geo
  • Eng
05.04.2016
6 აპრილი დინამოს ისტორიაში

6 აპრილს დინამო არენა მორიგ ქართულ დერბის უმასპინძლებს. დინამო და ტორპედო სამოცდამეერთედ დაუპირისპირდებიან ერთმანეთს. მატჩი 18.00 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს მაყურებელი დინამოს ვებ გვერდის საშუალებით იხილავს.

 

6 აპრილს დინამო თბილისს თავის ისტორიაში შვიდი ოფიციალური მატჩი აქვს ჩატარებული. თითო-თითო მოგება-წაგება და ხუთი ფრე. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსია 7/5 თბილისელთა სასარგებლოდ.

 

1957 წელს დინამო საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდა მოსკოველ თანაკლუბელთან. გოლი თბილისელთა მხრიდან შოთა იამანიძის ანგარიშზეა. 1968 და 1977 წლებში ჩვენმა გუნდმა ორი უგოლო ფრე ითამაშა, შესაბამისად- მოსკოვის სპარტაკთან და ლენინგრადის ზენიტთან. 1986 წელს დინამომ ხარკოვის მეტალისტი მიიღო და ისევ ფრე. ამჯერად მატჩი 2:2 დასრულდა, გოლი კი უკრაინელთა კარში ვალერი გაზაევმა გაიტანა. მეორე ბურთი ივან პანჩიშინმა საკუთარ კარში შეაგდო.

 

2003 წელს მატჩი ფოთში ადგილობრივ კოლხეთთან გატანილი გოლების გარეშე დასრულდა. 2012 წელს დინამომ რუსთავის მეტალურგი მიიღო და მორიგი ფრე 1:1. შედეგიანი დარტყმა გულვერდ თომაშვილმა შეასრულა. მომდევნო წელს თბილისელებმა საჩხერის ჩიხურას მოუგეს დიდი ანგარიშით. 3:0 დასრულებულ შეხვედრაში ჩისკო მუნიოსმა დუბლი შეასრულა, ერთი გოლიც ლევან ხმალაძემ გაუტანა ზემო იმერლებს.

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024