• Geo
  • Eng
24.05.2016
დუბელებმა პირველობა მეორეზე დაასრულეს

დინამოს დუბლშემადგენლობამ 2015-2016 სეზონის ბოლო მატჩი ქობულეთის შუქურას სარეზერვო შემადგენლობასთან გამართა. ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის მოედანზე ჩატარებული შეხვედრა თავიდან ბოლომდე თბილისელთა უპირატესობით წარიმართა. ლევან გვანცელაძის გუნდმა პირველ ნახევარში ორი გოლი გაუტანა სტუმრებს. მიქელთაძის გადაცემით გოგილაშვილმა იხეირა, შემდეგ კი ბექა მიქელთაძემ თერთმეტმეტრიანის ნიშნულიდან ზუსტად შეასრულა დარტყმა. მეორე ტაიმში კი გუნდებმა თითო ზუსტი დარტყმა გაცვალეს. თბილისელთა მხრიდან თავი ისევ მიქელთაძემ გამოიჩინა. საბოლოოდ დინამომ 3:1 მოიგო და 66 ქულით დაასრულა ჩემპიონატი. ლევან გვანცელაძის გუნდს ერთი ქულა დააკლდა პირველადგილოსან ლოკომოტივთან ჭიდილში და სატურნირო ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა.

მომავალ სეზონში დუბლშემადგენლობათა პირველობა აღარ ჩატარდება. მის ადგილას 19 წლამდელთა ტურნირი გაიმართება.

 

დინამო დუბლები  3:1  შუქურა დუბლები

დინამო დუბლები: კულუა, კაპანაძე, ჭურღულაშვილი, ლოჩოშვილი, ნემსაძე, კობოური, ბაშალეიშვილი, ჩაკვეტაძე, ზარია, მიქელთაძე, გოგილაშვილი

შეცვლაზე შემოვიდნენ: კიკალისვილი, აღდგომელაშვილი, სეიდოვი, ფოჩხუა, ლილუაშვილი

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024