დინამოს სარეზერვო გუნდი კახი გოგიჩაიშვილის ხელმძღვანელობით, ჩემპიონატის მეორე ეტაპისთვის მზადებას განაგრძობს. ხვალ დინამოს დუბლები ბენდელას თასზე, ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში სკ საბურთალოს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა ბენდელას სტადიონზე გაიმართება და 13:00 საათზე დაიწყება. დღეს დინამოელებმა დიღომში, სპორტულ კომპლექსის დარბაზში ივარჯიშეს. დინამო TV გამართული მზადების ვიდეო-რეპორტაჟს გთავაზობთ.