• Geo
  • Eng
19.08.2023
დინამომ სამგურალსაც დიდი ანგარიშით მოუგო

დღეს დინამომ ეროვნული ლიგის 22-ე ტურის შეხვედრა გამართა, რომელშიც წყალტუბოს სამგურალს უმასპინძლა. სამგურალი თამაშამდე ერთი ქულით უსწრებდა მოქმედ ჩემპიონს და მესამე ადგილს იკავებდა სატურნირო ცხრილში.

 

მატჩი დინამომ თავიდანვე აქტიურად დაიწყო და უკვე მე-3 წუთზე ანგარიში ტექნიკური დარტყმით იმრან ულად ომარმა გახსნა. ცოტახანში კი დედაქალაქელთა კარში პენალტი დაინიშნა, რომელიც ნიკა კალანდარიშვილმა დაარტყა, ბურთი კი გიორგი ლორიამ ფეხებით უკუაგდო. მატჩის მე-13 წუთზე ანგარიში 2-0 გახდა. გოლი ზორან მარუშიჩმა გაიატან. ტაიმის ბოლოს კი დინამოს საჯარიმოში მომხდარი არეულობით ტაიკი კაგაიამამ ისარგებლა და სხვაობა შეამცირა 2-1. ტაიმიც ესე გასრულდა.

 

მეორე ნახევარში შეცვლაზე შემოსულმა ნიკა ხორხელმა ზუსტად ითამაშა, წონასწორობა აღადგინა და დინამოელებს ყველაფრის დაწყება თავიდან მოუხდათ. ათ წუთში ასევე შეცვლაზე შემოსულმა დავით სხირტლაძემ ტექნიკურად ითამაშა და დინამოელები ისევ დააწინაურა. ცოტახანში კაპიტნის გადაცემა და მარუშიჩმა ორბურთიანი სხვაობა აღადგინა, რასაც ბოლო წუთზე ჰეთ თრიქი მიამატა და დინამომ დიდი ანგარიშით 5-2 დაამარცხა სამგურალი. ამ მოგებით ანდრეს კარასკოს გუნდმა მესამე ადგილზე აინაცვლა და ლიდერთან სხვაობა 6 ქულამდე შეამცირა.

 

მომდევნო მატჩს 25 აგვისტოს, დინამოელები თელავში, კავკასიონი არენაზე ჩაატარებენ.

 

მატჩის ოქმი

 

ფოტოამბავი

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024