სპორტული გამოცემა ლელო ტრადიციულად ყოველი ტურის შემდეგ, უმაღლესი ლიგის სიმბოლურ გუნდს ასახელებს.
საქართველოს XXVII ეროვნული ჩემპიონატის 23- ე ტურის გამორჩეულ ფეხბურთელთა თერთმეტეულში ლელომ თბილისური გუნდიდან თავდამსხმელი ნიკოლოზ გელაშვილი შეიყვანა. ქუთაისის ტორპედოსთან 2:1 მოგებულ შეხვედრაში ნიკოლოზ გელაშვილმა მე- 40 წუთზე სწრაფი და ლამაზი სოლო რეიდის შემდე გახსნა ანგარიში.