დღეს დინამომ საქართველოს პირველობის 24- ე ტურში მორიგი სამი ქულა მოიპოვა. თბილისელები ცხინვალს დაუპირისპირდნენ და 4:2 აჯობეს მეტოქეს. ვახო ჭანტურიშვილმა გახსნა ანგარიში, მეორე გოლი კი ალექსანდრე იაშვილმა გაიტანა. შემდეგ მასპინძლებმა მოახერხეს და გაათანაბრეს ანგარიში, თუმცა გიორგი ქვილითაიამ ორ წუთში დუბლი შეასრულა და დინამომაც იმარჯვა. დინამო TV ჩატარებული სეხვედრის ვიდეო სიუჟეტს წარმოგიდგენთ.