• Geo
  • Eng
12.04.2016
17 წლამდელები 12 ქულით წინ

დღეს საგურამოში ლოკომოტივის 17 წლამდელთა გუნდმა დინამოელი თანატოლები მიიღო. ჭაბუკთა ლიგის გამოტოვებული მატჩი საკმაო დატვირთვას ატარებდა. შეხვედრაში გამარჯვებით დინამოელები ფაქტიურად პირველობას იბევებდნენ, ხოლო ლოკომოტივი შეძენილი 3 ქულით გაამძაფრებდა ჩემპიონობისთვის ბრძოლას. დაძაბული დერბი საბოლოოდ ვლადიმერ კაკაშვილის გუნდის გამარჯვებით 2:1 დასრულდა. მასპინძელთა კარში გოლები ცერცვაძემ და სეიდოვმა გაიტანეს. ამ მოგებით დინამოს 17 წლამდელებს 23 მატჩიდან 59 ქულა დაუგროვდათ და აღმოსავლეთ ზონის სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი განიმტკიცეს. გატანილი და გაშვებული ბურთების ბალანსით 52/11, უახლოეს მდევარ ლოკომოტივს დინამოელები უკვე 12 ქულით უსწრებენ.

 

ოკომოტივი U17  1:2  ნამო U17

დინამო U17: ისიანი, კიკალიშვილი, ძოწენიძე, კალხიტაშვილი, ცერცვაძე, ყურაშვილი, სილაგაძე, ლურსმანაშვილი, ერგემლიძე, ფოჩხუა, სეიდოვი

შეცვლაზე შევიდნენ: აზმაიფარაშვილი, ჭურღულაშვილი, ღვინიაშვილი, აბულაძე, აღდგომელაშვილი, უგრეხელიძე

 

 

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024