საქართველოს 16 წლამდელთა ნაკრები ბულგარეთში განვითარების თასზე ასპარეზობს. გურამ ასპინძელაშვილის შეგირდები მასპინძელ, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდნენ და ფრედ 1:1 დასრულებული ძირითადი დროის შემდეგ პენალტებში 3:5 დამარცხდნენ. ზუკა დავითაშვილმა გახსნა ანგარიში, თუმცა მასპინძლებმა მოახერხეს გათანაბრება და შემდეგ სერიაში გამარჯვება. ჭაბუკი ჯვაროსნები 13 აპრილს რუმინეთს შეხვედბიან ხოლო, 15- ში ხორვატიას. დინამო თბილისიდან ტურნირზე 9 ფეხბურთელია (ბულისკერია, ბასარია, კაპანაძე, ხარაბაძე, დავითაშვილი, ბაბუნაძე, ხარშილაძე, მექვაბიშვილი, დარცმელია) გამოძახებული.