უეფას ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო რაუნდის საპასუხო შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი ერევანში ვაზგენ სარგსიანის სახელობის რესპუბლიკურ სტადიონზე გამართავს და ალაშკერტს დაუპირისპირდება, შვედ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 31 წლის- მოჰამედ ალ-ჰაკიმი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- დანიელ გუსტავსონი და პეტერ მაგნუსონი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- კასპარ სიობერგი შეასრულებს. უეფას დელეგატი, რუმინელი პაულ დანიელ ზაქარია იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელია- იგორ იშენკო უკრაინიდან.
უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც მოჰამედ ალ-ჰაკიმმა იმსაჯა 16 ივლისს, შვედეთის უმაღლეს ლიგაში გამართული ნორჩოპინგი 3:3 ოსტერსუნდსია. აღნიშნულ მატჩში არბიტრმა ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა.
ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის მოჰამედ ალ-ჰაკიმის მიერ განსჯილი ევრო შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:
მოჰამედ ალ-ჰაკიმი (31 წლის)
=================================================================
უეფა ევროპა ლიგა - 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა ახალგაზრდული ჩემპ. ლიგა - 1 თამაში / 7 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა U-17 ჩემპიონატი - 4 თამაში / 14 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი
უეფა U-21 ჩემპიონატი - 1 თამაში / 2 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი