დღეს დინამოს დუბლშემადგენლობა საჩხერეში ადგილობრივ სარეზერვო გუნდს დაუპირისპირდა და 3:1 აჯობა მეტოქეს. თბილისელებმა მთელი მატჩი თავისი უპირატესობით წარმართეს და სამი გატანილი გოლის გარდა კიდევ არაერთი სახიფათო მომენტი შექმნეს მასპინძელთა კართან. გოლები კი ჩიხურას დუბლებს კუციამ, მიქელთაძემ და ლილუაშვილმა გაუტანეს. ლევან გვანცელაძის გუნდმა ამ მოგებით 25 მატჩიდან 53 ქულა დააგროვა და გათამაშების ცხრილში მეორე ადგილზე იმყოფება. მომდევნო მატჩს დინამოს დუბლები ფოთში კოლხეთს სარეზერვო შემადგენლობასთან 23 აპრილს ჩაატარებენ.
ჩიხურა დუბლები 1:3 დინამო დუბლები
დინამო დუბლები: კულუა, კაპანაძე, ქაფიანიძე, ლოჩოშვილი, კობოური, ბაშალეიშვილი, კუცია, ნინუა, ჩაკვეტაძე, მიქელთაძე, გოგილაშვილი
შეცვლაზე შევიდნენ ლილუაშვილი, ფოჩხუა, კიკალიშვილი, ნემსაძე, სილაგაძე