ეროვნული პირველობის 25- ე ტურში დინამო საჩხერის ჩიხურას დაუპირისპირდა. დაძაბული და საინტერესო პაექრობა მატჩის ბოლოს მასპინძელთა მიერ გატანილი გოლით დასრულდა. სტუმართა კარში მთავარმა არბიტრმა 89- ე წუთზე პენალტი დანიშნა. მიშა სარდალიშვილის დარტყმული თერთმეტმეტრიანი ლიბორ ჰრდლიჩკამ უკუაგდო, თუმცა დამატებაზე ბურთთან პირვლი ისევ სარდალიშვილი აღმოჩნდა და გოლიც გაიტანა. დინამო TV აღნიშნული შეხვედრის ვიდეო სიუჟეტს გთავაზობთ.