25- ე ტურის შეხვედრაში, რომელიც ივანწმინდას ცენტრალურ სტადიონზე გაიმართა, ჩვენი გუნდი საჩხერის ჩიხურასთან 0:1 დამარცხდა. შეხვედრის შესახებ კომენტარი დინამოს მთავარმა მწვრთნელმა- იურაი იარაბეკმა გააკეთა.
იურაი იარაბეკი: უნდა ვთქვა, რომ გუნდისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი ფეხბურთელებს გარეშე მოგვიწია თამაში. ამისულაშვილი და იაშვილი სათასო მატჩისთვის დავასვენეთ. გელაშვილს, პარუნაშვილს და ცინცაძეს კი ტრავმები აწუხებთ. დღეს 3-5-2 ტაქტიკური წყობა გამოვცადეთ და ის ფეხბურთელები დავტვირთეთ, ვისაც ნაკლები სათამაშო დრო ჰქონდათ. მომეწონა ჩემი გუნდი პირველ ტაიმში. რამდენიმე ხელსაყრელი მომენტიც ვერ გამოვიყენეთ, იგივე- ჭანტურიშვილის ძელს გარტყმული ბურთი, კიტეიშვლის და კაკაბაძის მომენტები. მეორე ნახევარში მეტოქემ საკმაოდ აგრესიული ფეხბურთი შემოგვთავაზა, ცენტრში კი უპირატესობა დავკარგეთ. ქვილითაიას და ჯიღაურის მომენტებს გამოვყოფდი მეორე ტაიმში. ბოლოსკენ შეცდომა მოგვივიდა და გოლიც მივიღეთ. მეტი სამუშაო გვაქვს კონცენტრაციაზე და მომენტების რეალიზებაზე. წინ ნახევარფინალია და მისთვის უნდა მოვემზადოთ სათანადოდ.