• Geo
  • Eng
23.07.2016
შეხვედრას ზაგრებში - ბობი მადენი განსჯის

უეფას ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის პირველ შეხვედრას, რომელსაც დინამო თბილისი ზაგრებში მაქსიმირის სტადიონზე გამართავს და ადგილობრივ დინამოს დაუპირისპირდება, შოტლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი მსაჯი 37 წლის- ბობი მადენი იქნება. მთავარ არბიტრს ასისტენტობას- დეივიდ მაქგიჩი და შონ კარი გაუწევენ. მეოთხე მსაჯის ფუნქციებს- სტივენ მაქლინი შეასრულებს. უეფას დელეგატი, ბულგარელი ანდრეი მედინცევი იქნება, ხოლო მსაჯთა დამკვირვებელია- იოზეფ მარკო სლოვაკეთიდან.

უკანასკნელი შეხვედრა, რომელიც ბობი მადენმა იმსაჯა 14 მაისს, შოტლანდიის პრემიერშიფში გამართული კილმარნოკი 2:4 დანდი იუნათედია. აღნიშნულ მატჩში არბიტრმა ფეხბურთელები სამჯერ გააფრთხილა.

ჩვენს მიერ მოპოვებულ მასალებზე დაყრდნობით, მეტი თვალსაჩინოებისათვის ბობი მადენის მიერ განსჯილი ევრო შეხვედრების სტატისტიკურ მონაცემებს გთავაზობთ:

ბობი მადენი (37 წლის)

=================================================================

უეფა ევროპა ლიგა - 18 თამაში / 62 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

უეფა ჩემპიონთა ლიგა - 5 თამაში / 18 ყვითელი / 1 წითელი / 0 პენალტი

უეფა U-17 ჩემპიონატი - 2 თამაში / 4 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

უეფა U-19 ჩემპიონატი - 2 თამაში / 8 ყვითელი / 0 წითელი / 1 პენალტი

უეფა U-21 ჩემპიონატი - 3 თამაში / 12 ყვითელი / 1 წითელი / 3 პენალტი

უეფა ევრო საკვალიფიკაციო - 2 თამაში / 9 ყვითელი / 2 წითელი / 2 პენალტი

ფიფა მს/ჩ საკვალიფიკაციო - 2 თამაში / 3 ყვითელი / 0 წითელი / 0 პენალტი

FC Dinamo Tbilisi © All rights reserved 2012 - 2024